Loading data...
პუტინი: უკრაინის ჯარები დონბასიდან ან თავად გავლენ, ან მას რუსეთი ძალით დაიკავებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ჯარები დონბასიდან ან თავად გავლენ, ან მას რუსეთი ძალით დაიკავებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ინდოეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით რამე სახის კომპრომისს უარყოფს.

„ან ჩვენ გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს ძალით, ან უკრაინული ჯარები დატოვებენ“, - განუცხადა მან India Today-ს.

ინტერვიუს დროს პუტინმა განაცხადა, რომ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებამდე სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია არ უნახავს.

„შეხვედრამდე სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია არ მინახავს. ამიტომ მოგვიწია ყველა პუნქტის განხილვა და ამიტომაც დასჭირდა მას ამდენი დრო“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.