1737737067
უცხოეთი
პუტინი: უკრაინაში არსებული კრიზისი, შესაძლოა, არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არა ერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა.
„დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, 2020 წელს თუ არ მოპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი პრაგმატული ადამიანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-ის ეკონომიკას.
„ალბათ, მართლაც უკეთესი იქნება, რომ ერთმანეთს შევხვდეთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მშვიდად ვისაუბრებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც ინტერესს წარმოადგენს როგორც აშშ-სთვის, ასევე, რუსეთისთვის. ჩვენ მზად ვართ“, - დასძინა მან.