Loading data...
პუტინი: უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენების აფეთქებას გეგმავს

უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენებზე თავდასხმას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„კიევის რეჟიმის ქცევა აგრესიული ხასიათისაა და ეს ძალიან საშიშია. მე ამაზე უკვე ვისაუბრე. ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისევე როგორც ერთხელ ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი“, ახლა კიევში ზოგიერთი დასავლური სადაზვერვო სამსახურის მხარდაჭერით „ცისფერი ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ აფეთქების ოპერაცია მზადდება“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა. 

მისი თქმით, რუსეთმა „თურქი მეგობრები უკვე გააფრთხილა“.

„ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა, ეს ძალიან სახიფათო თამაშია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.