Loading data...
პუტინი: თუ რუსეთი გადაწყვეტს შევიდეს „მშვიდობის საბჭოში“, წევრობის მილიარდ დოლარს გაყინული აქტივებიდან გადავიხდით

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომაზე „მშვიდობის საბჭოში“ რუსეთის მიწვევის საკითხს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„სამშვიდობო საბჭოში ჩვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა გადახედოს მიღებულ დოკუმენტებს, გაიაროს კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ვუპასუხოთ ჩვენთვის გამოგზავნილ მიწვევას“, - განაცხადა პუტინმა. 

პუტინმა დასძინა, რომ თუკი რუსეთი გადაწყვეტს, რომ შევიდეს „მშვიდობის საბჭოში“, წევრობის მილიარდ დოლარს გაყინული რუსეთის აქტივებიდან გადაიხდის. 

ამასთან, როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მალევე, დავოსის ფორუმზე მყოფმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინმა მოწვევა მიიღო.