Loading data...
პუტინი: შესაძლოა, რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად გამოვიყენოთ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნეს გამოყენებული. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

„აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნეს გამოყენებული“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

ამასთან, პუტინმა დასძინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ასევე შეერთებულ შტატებში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს.