Loading data...
პუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება

„ბრძოლის ველზე არსებული ვითარება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„საბრძოლო ველზე ვითარება ისე ვითარდება, რომ ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ სიტუაცია დასასრულს უახლოვდება“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ყაზახეთში ვიზიტის შეჯამებისას. 

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების პირობებში ამ კონფლიქტის დასრულების კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია.

მანვე დასძინა, რომ ამჟამად უკრაინასთან დაკავშირებით რეალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული კონტაქტები მაინც შენარჩუნებულია.

პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის დიალოგის გაგრძელებისთვის და მასზე არასდროს უთქვამს უარი.