Loading data...
პუტინი: რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთთან „მხოლოდ ერთი თხოვნა“ აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე.

„ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, მით უმეტეს, რომ თავად პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სულ ახლახან თქვა, რომ აუცილებლად მიაჩნია რეფერენდუმის ჩატარება ამ საკითხზე [სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე]. ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს - გააკეთეთ ეს რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა პუტინმა Tass-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან.