1789762241
უცხოეთი
პუტინი: რუსეთს ევროპის წინააღმდეგ აგრესიული განზრახვები არ აქვს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ევროპის წინააღმდეგ აგრესიული განზრახვები არ აქვს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომისთვის გაწეული უზარმაზარი ხარჯები გაამართლოს.
„კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, თითქოს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეა. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ რუსეთს არ აქვს აგრესიული განზრახვები ევროპის ან ევროპული ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ „ამის საფუძველი არ არსებობს.“