Loading data...
პუტინი: რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, ტერორიზმზე განაცხადია - ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. 

როგორც პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი უკრაინა შეეცდება რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის, რუსეთი შესაბამისს პასუხს გასცემს. 

„მე ასეთი განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ისინი ხმამაღლა თუ გაკეთდება, ეს უბრალოდ სახელმწიფო ტერორიზმია. და მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი გვთხოვენ მოლაპარაკებების განახლებას, პირად შეხვედრებს. ჩვენ ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.