1788325345
უცხოეთი
პუტინი: რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმების მომზადებისა და განხორციელების მითითება მიეცათ
კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე მასშტაბური დარტყმების მომზადებისა და განხორციელების მითითება მიეცათ. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს.
პუტინის თქმით, უკრაინა რუსეთის ობიექტებს ურტყამს და შესაბამის პასუხს მიიღებს.
„რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეცათ მითითებები, მოემზადონ და განახორციელონ მასშტაბური დარტყმები უკრაინაში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ისინი ურტყამენ ჩვენს ობიექტებს და პასუხს მიიღებენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.