Loading data...
პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობას არ ესხმის თავს, რადგან თუ მათ პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ, მომლაპარაკებლები დასჭირდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

„როგორც ხედავთ, ჩვენ [უკრაინის ხელმძღვანელობაზე] ასეთ თავდასხმებს არ ვახორციელებთ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ გარკვეული ადამიანები გვჭირდება - მართლაც, თუკი ისინი მიხვდებიან, რომ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება სურთ და არა უბრალოდ 40 დღეში ჩვენი ეკონომიკის განადგურება, რუსეთის მუხლებზე დაჩოქება და ჩვენთვის მორიგი სტრატეგიული მარცხის მიყენება, რაღაც მომლაპარაკებლები ხომ გვჭირდება. ეს [ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები] ტერორიზმზე განაცხადია. ეს ჯერ კიდევ არ არის ტერორიზმზე გადასვლა. თუ საქმე აქამდე მივა, ვნახავთ, როგორ ვუპასუხოთ. ინსტრუმენტებს ვიპოვით“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.