1768491263
უცხოეთი
პუტინი: რუსეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები აღადგინოს
კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები აღადგინოს.
„საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე თანამშრომლობა (ევროპის ქვეყნებთან) გაყინულია.
მინდა მჯეროდეს, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და ჩვენი ქვეყნები დაუბრუნდებიან ნორმალურ, კონსტრუქციულ კომუნიკაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე. რუსეთი ამ მიდგომების ერთგული იყო და ასე დარჩება. მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში.