1764834361
უცხოეთი
პუტინი: რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას სამხედრო ან სხვა საშუალებებით ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ინდოეთში სახელმწიფო ვიზიტის დაწყებამდე ტელეარხ „India Today“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაფერი ამისკენ მიდის. ჩვენ ამ ტერიტორიებს ან სამხედრო ძალის გამოყენებით გავათავისუფლებთ, ან უკრაინული ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ბრძოლას შეწყვეტენ“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.