პუტინი: რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა
აშშ-ის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთსაათიანი შეხვედრა სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის სირთულემ განაპირობა. თითოეული პუნქტი დეტალურად განიხილეს და რუსეთი ყველა მათგანს არ დაეთანხმა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვს ამერიკელებთან შეხვედრამდე არანაირი ახალი ინიციატივა არ უნახავს.
„ჩვენ ახალი ინიციატივები ამერიკელებთან შეხვედრამდე არ გვინახავს. სწორედ ამიტომ მოგვიწია ყველა პუნქტის განხილვა, რის გამოც ამდენი დრო დაგვჭირდა. ეს აუცილებელი და კონკრეტული საუბარი იყო“, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
„ასეთი საკითხები არსებობს და ჩვენ ისინი განვიხილეთ, თუმცა ეს რთული სამუშაოა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.