Loading data...
პუტინი: რუსეთი არავის ემუქრება, მაგრამ ავითარებს თავის ბირთვულ პოტენციალს

„რუსეთი, თავისი ბირთვული პოტენციალის განვითარებისას, მოქმედებს ისე, როგორც ადრე მოქმედებდა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში განაცხადა. 

„რუსეთი არავის ემუქრება. რუსეთი, ისევე როგორც ყველა სხვა ბირთვული ძალა, ავითარებს თავის ბირთვულ პოტენციალს, ავითარებს თავის სტრატეგიულ პოტენციალს. ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, დიდი ხნის განმავლობაში გამოცხადებული სამუშაოს ნაწილია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.