1780599191
უცხოეთი
პუტინი: რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს
„რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ჩემთვის ცნობილია გერმანიის კანცლერის წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ევროკავშირის ასოცირებული წევრი უნდა გახდეს და ასე შემდეგ. ეს ჩვენ საერთოდ არ გვეხება. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ - ინებეთ. ჩვენ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ ევროკავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს“, - განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.