1756664616
უცხოეთი
პუტინი ფაშინიანს: დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ბევრი საკითხი დაგროვდა: ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო - მიხარია თქვენი ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოხარულია მასთან საუბრის შესაძლებლობით, რადგან განსახილველი მრავალი საკითხი დაგროვდა, როგორც ორმხრივი, ასევე, რეგიონალური და იმედი გამოთქვა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში მათი საუბარი სასარგებლო და შინაარსიანი იქნება.
„ძალიან მოხარული ვარ თქვენი ნახვით და დღევანდელი და ხვალინდელი ღონისძიებების ფარგლებში საუბრის შესაძლებლობით. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ბევრი საკითხი დაგროვდა, ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო და შინაარსიანი იქნება. მიხარია თქვენი ნახვა“, - აღნიშნა პუტინმა.