Loading data...
პუტინი: „ორეშნიკი“ რუსეთის ახალი სპეციალისტების მუშაობის შედეგია და არა საბჭოთა სისტემის მოდერნიზებული ვერსია

რაკეტა „ორეშნიკი“, რომლითაც რუსეთმა 21 ნოემბერს ქალაქ დნეპრზე მიიტანა იერიში, სრულებით ახალი ქმნილებაა და არა რაიმე სხვა რაკეტის მოდერნიზებული ვერსია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის რაკეტების დეველოპერებთან, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის მრეწველობისა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება ამ რაკეტის სერიულ წარმოებასთან დაკავშირებით.

„ორეშნიკის“ სისტემა არ წარმოადგენს ძველი, საბჭოთა სისტემის მოდერნიზებულ ვერსიას, ეს არის რუსეთის ახალი  სპეციალისტების მუშაობის შედეგი. მიღწეული შედეგები და მისი შექმნის სისწრაფე სიამაყეს და აღფრთოვანებას იწვევს“, - განაცხადა მან.

ამასთან, პუტინის მტკიცებით, „ორეშნიკი“ მაღალი სიზუსტის იარაღია და ამიტომ, არ წარმოადგენს სტრატეგიულ იარაღს ან მასობრივი განადგურების საშუალებას, თუმცა მისივე თქმით, „მოწინააღმდეგის ობიექტებზე მასიური გამოყენების შემთხვევაში, ის შედარებული იქნება სტრატეგიულ იარაღთან“.

როგორც პუტინი აცხადებს, ამჟამად მიმდინარეობს „ორეშნიკი“ მსგავსი კიდევ რამდენიმე სისტემის ტესტირება.