1786528722
უცხოეთი
პუტინი: ნატო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეღწევას ცდილობს - კონფლიქტის საფრთხე იზრდება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეღწევას ცდილობს. ამის შესახებ პუტინმა წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო სწავლების დასკვნით ეტაპზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კონფლიქტის საფრთხეს ქმნის.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აქ, სამწუხაროდ, კონფლიქტის პოტენციალი იზრდება“ {აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში}. აქ ნატო ნელ-ნელა იჭრება. იქმნება ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები. აქ ახალი შეიარაღების სისტემების განთავსება და მათი განლაგება იგეგმება, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს კრემლის ლიდერი.