Loading data...
პუტინი: მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა

„მსოფლიო წესრიგში ცვლილებები სწრაფად და შეუქცევადად ხდება და მულტიპოლარული სამყარო უკვე რეალობად იქცა“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მეთაურთა სხდომაზე განაცხადა

მისი თქმით, „ნამდვილი მრავალპოლარულობის დამყარების პროცესში, მნიშვნელოვანია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის და „ბრიქსის“ ((ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის გაერთიანების)როლი. 

„დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოში სწრაფი და შეუქცევადი ცვლილებები ხდება, უდავოდ მოთხოვნადია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მხრიდან აქტიური პოზიციის დაფიქსირება საერთაშორისო საკითხებში. მრავალპოლარული სამყარო რეალობად იქცა.

დარწმუნებულები ვართ, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, BRICS-თან ერთად, წარმოადგენენ ახალი მსოფლიო წესრიგის მთავარ საყრდენებს. სწორედ ეს ასოციაციები წარმოადგენენ მძლავრ ლოკომოტივს გლობალური განვითარების პროცესებისა და ნამდვილი მრავალპოლარულობის დამყარების საქმეში“, - განაცხადა პუტინმა.