Loading data...
პუტინი მოსკოვში სირიის პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში სირიის პრეზიდენტს ალ-შარაას შეხვდა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს. 

„ძვირფასო პრეზიდენტო ძალიან გვიხარია მოსკოვში თქვენი ხილვა“, - მიმართა პუტინმა სირიის პრეზიდენტს. 

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა აჰმედ ალ-შარაას წვლილი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

ინფორმაციისთვის, სირიის პრეზიდენტი მოსკოვს  2025 წლის 15 ოქტომბერს ეწვია. მან კრემლში პუტინთან გამართა მოლაპარაკებები. 

ალ-შარაას თქმით, მოსკოვსა და დამასკოს ისტორიული კავშირები აქვს.