Loading data...
პუტინი: მოსკოვი გრძელვადიანი მშვიდობის მომხრეა, კიევი და მისი მხარდამჭერი დედაქალაქები არ არიან მზად, მანამდე კი გავაგრძელებთ მიზნების მიღწევას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი გრძელვადიანი მშვიდობის მომხრეა. 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. 

„ყველა არ არის მზად ამისთვის, მათ შორის კიევი და მისი მხარდამჭერი დედაქალაქები. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ამ საჭიროების აღიარება ადრე თუ გვიან მოხდება. მანამდე კი რუსეთი თანმიმდევრულად გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა