1738088803
უცხოეთი
პუტინი: მოლაპარაკებების შედეგმა უნდა უზრუნველყოს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება
„მოლაპარაკებების შედეგად, გარანტირებული უნდა იყოს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება“ - TASS-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა გადაცემა „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“-ს ავტორთან ინტერვიუში, როდესაც უკრაინასთან მოლაპარაკებების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ხოლო როგორც Ria Novosti წერს, პუტინმა აღნიშნა, რომ ომი შესაძლოა, 1-ნახევარ ან 2 თვეში დასრულდეს იმ შემთხვევაში, თუ კიევს „სპონსორობის ფული და საბრძოლო მასალა ამოეწურება“.
მისივე თქმით, პუტინმა ასევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მომლაპარაკებლების დანიშვნის მზადყოფნა გამოთქვა.