Loading data...
პუტინი: მე აღარ გავუშვებ დრონებს საფრანგეთში, დანიაში, კიდევ სად დაფრინავენ? სერიოზულად თუ ვიტყვით, ჩვენ არ გვაქვს ისეთი დრონები, რომლებსაც ლისაბონამდე მიღწევა შეუძლია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ისეთი დრონები, რომლებსაც ლისაბონამდე მიღწევა შეუძლია და აღნიშნა, რომ რუსეთს იქ სამიზნეები არ აქვს.

„მე აღარ გავუშვებ დრონებს საფრანგეთში, დანიაში, კოპენჰაგენში, კიდევ სად დაფრინავენ ისინი? სერიოზულად თუ ვიტყვით, ჩვენ არ გვაქვს ისეთი დრონები, რომლებსაც ლისაბონამდე მიღწევა შეუძლია. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შორ რადიუსზე მოქმედი დრონი, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ლისაბონში სამიზნეები არ გვაქვს“, - აღნიშნა პუტინმა.