Loading data...
პუტინი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დამარცხდეს და გამარჯვება ჩვენი იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება

„რუსეთი იძულებული გახდა კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზღვაო ძალების დღეს სანქტ-პეტერბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„გვაიძულეს, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რათა დაგვესრულებინა საბრძოლო მოქმედებები, რომელიც დასავლეთმა და და კიევის რეჟიმმა უკრაინის მაშინდელ ამ ნაწილში”,- აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მტერი დაამარცხოს. 

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დამარცხდეს და გამარჯვება ჩვენი იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - აცხადებს პუტინი. 

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატომ უგულებელყო თავისი დაპირებები.

„თავის დროზე დაპირდნენ მიხეილ სერგეევიჩ გორბაჩოვს, რომ ნატო-ს არ გააფართოებდნენ – ერთ გაფართოებას მეორე მოჰყვა, ჩვენი მრავალი პროტესტის მიუხედავად და ასე შემდეგ. არაფრად ჩააგდეს ყველა თავიანთი დაპირება”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.