Loading data...
პუტინი: ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს ვულოცავ ახალ წელს, დიდი რუსეთისთვის მხოლოდ წინ უნდა წავიდეთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

კრემლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი შეეცდება მიაღწიოს დასახულ მიზნებს და მხოლოდ წინ წავიდეს.

ამასთან, პუტინის თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედო ოპერაციის მონაწილეები სამშობლოსთვის იბრძვიან.

„ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს ვულოცავ, ჩვენ თქვენი და ჩვენი გამარჯვების გვჯერა. თქვენ პასუხისმგებლობა აიღეთ, იბრძოლოთ თქვენი მშობლიური მიწისთვის, სიმართლისა და სამართლიანობისთვის. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და დიდი რუსეთისთვის მხოლოდ წინ უნდა წავიდეთ“, - აცხადებს პუტინი.