1764835552
უცხოეთი
პუტინი: კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის კონსენსუსის მიღწევა იოლი არ არის
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა India Today-სთან ინტერვიუში კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და და ჯარედ კუშნერთან გამართულ მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა.
„კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის კონსენსუსის მიღწევა იოლი არ არის“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.
მისივე თქმით, სამშვიდობო გეგმაში არის პუნქტები, რომელსაც რუსეთი არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, მანამდე კი, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ „რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს“.