Loading data...
პუტინი კიმ ჩენ ინს: რუსი ხალხის სახელით მადლობას გიხდით თანამედროვე ნეონაციზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში მონაწილეობისთვის

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენს ინს შორის დელეგაციების მონაწილეობით მოლაპარაკებები დასრულდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა, თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელუსოვმა და კიდევ სხვებმა. 

დელეგაციების მონაწილეობით მოლაპარაკებების შემდეგ, პუტინმა და კიმ ჩენ ინმა პირისპირ საუბარი გამართეს. 

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს დავივიწყებთ თქვენი შეიარაღებული ძალებისა და თქვენი სამხედროების მიერ გაღებულ მსხვერპლს. მინდა რუსი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თანამედროვე ნეონაციზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში“, - მიმართა პუტინმა კიმ ჩენ ინს.