Loading data...
პუტინი - ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა. ტექსტი კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით ჩაიდინეს“, - აღნიშნულია პუტინის წერილში.