Loading data...
პუტინი: ის, რაც უკრაინაში მოხდა, სწორედ ევროკავშირის პოლიტიკამ გამოიწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ევროპულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რაც უკრაინაში მოხდა. აღნიშნულის შესახებ კრემლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

„უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია მათი [ევროკავშირის ქვეყნების] დამსახურებაა, ეს მათი პოლიტიკის შედეგია. რადგან სწორედ მათ განახორციელეს სახელმწიფო გადატრიალება კიევში 2014 წელს, რამაც განაპირობა რუსეთის მხრიდან ყირიმელების დაცვის აუცილებლობა და შემდეგ, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებისთვის დახმარების გაწევა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.