პუტინი: გვაქვს ოპტიმიზმი და იმედი, რომ ადრე თუ გვიან, დავიწყებთ მოძრაობას ევროპის სახელმწიფოებთან, კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენისკენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, მომავალში ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ.
„ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმი და იმედი, რომ ადრე თუ გვიან, მათ შორის, ისტორიის გაკვეთილებზე დაყრდნობით, საკუთარი ხალხების აზრზე დაყრდნობით, დავიწყებთ მოძრაობას ევროპის სახელმწიფოებთან, კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენისკენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა, ასევე, ახსენა ის ქვეყნებიც, რომლებიც მტრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ რუსეთის მიმართ.
„მათ შორის იმათაც, ვინც დღესაც არ უარყოფს ანტირუსულ რიტორიკას და აგრესიულ ქმედებებს ჩვენ მიმართ, ცდილობენ, დღემდე გვესაუბრონ უხეში მანერით და ულტიმატუმების მეშვეობით“, - დასძინა პუტინმა.
კრემლის მეთაურმა მადლობა გადაუხადა იმ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში ჩავიდნენ.
„მიუხედავად მუქარისა, შანტაჟისა და გზაზე შექმნილი დაბრკოლებებისა, მათ შორის, საჰაერო სივრცის გადაკეტვისა, მოსკოვში ჩამოვიდნენ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერებიც: სერბეთის, სლოვაკეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის. ჩვენ გვესმის, რა მასირებულ ზეწოლას განიცდიდნენ ევროპის ქვეყნების რიგი ლიდერები და ამიტომ, გულწრფელად ვაფასებთ მათ პოლიტიკურ სიმამაცეს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.