Loading data...
პუტინი: დასავლეთში პროპაგანდა მუშაობს და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ - ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს

დასავლეთში პროპაგანდა მუშაობს. ისინი ამბობენ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ავიწყდებათ, რომ ომი 2014-ში დაიწყო, დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ არამეგობრული ქვეყნები არ გვყავს. ზოგიერთ ქვეყნებში ჩვენ არამეგობრული ელიტები გვყავს. ამ ქვეყნების მოსახლეობასთან პროპაგანდა მუშაობს, ისინი მათ ტვინს ურეცხავენ და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ.

ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს, როდესაც დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენება დაიწყეს. სწორედ მაშინ დაიწყო ომი და მის შესაჩერებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“, - აღნიშნა პუტინმა.