პუტინი: დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, მზად ვართ ვუპასუხოთ
„ახლა დასავლეთი ღიად ამბობს, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადება“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები მილიტარიზაციის გასამართლებლად მოსკოვის მხრიდან საფრთხის შესახებ ცრუ განცხადებებს იყენებენ.
„ახლა დასავლეთი ღიად ამბობს, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადება, ზრდის თავის სამხედრო ბიუჯეტებს, ხოლო ასეთი ხარჯების და მათი სახელმწიფოების რადიკალური მილიტარიზაციის გასამართლებლად, ნატოს და ევროკავშირის ლიდერები ცრუ განცხადებებს იყენებენ ვითომდა რუსეთისგან მომავალი სამხედრო საფრთხის შესახებ“, - აცხადებს პუტინი.
ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთი მზად არის ოპერატიულად და ადეკვატურად უპასუხოს ნებისმიერ გარე და შიდა გამოწვევას.