1782221232
უცხოეთი
პუტინი: დასავლეთს ესმის, რომ თუ მისი ტერიტორიიდან რუსეთის წინააღმდეგ დარტყმები დაიწყება, მოსკოვს საპასუხო რეაქცია ექნება
„დასავლეთს ესმის, რომ თავისი ტერიტორიიდან რუსეთზე დარტყმების დაწყების შემთხვევაში, მოსკოვს საპასუხო რეაქცია ექნება“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, კრემლის ლიდერის განცხადებით, ქვეყნები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას უწყობენ ხელს, სრულად ვერ აცნობიერებენ, რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს.
„ისინი ჯერ არ მისულან იმ ეტაპამდე, რომ თავიანთი ტერიტორიიდან რამე გაუშვან. მათ ესმით, რომ საპასუხო დარტყმა იქნება. ყველამ ესმის ან უნდა გაიგონ ეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა დასძინა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების მიზანი „საზოგადოების დესტაბილიზაციაა“.