Loading data...
პუტინი დარწმუნებულია, რომ კიბოს რუსული ვაქცინის დანერგვა გარღვევა იქნება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ კიბოს რუსული ვაქცინის დანერგვა გარღვევა იქნება.ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

კრემლის ლიდერმა შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერალური სამედიცინო და ბიოლოგიური სააგენტოს (FMBA) ხელმძღვანელთან, ვერონიკა სკვორცოვასთან. 

როგორც რუსული მედია წერს, სკვორცოვამ პრეპარატზე მუშაობის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, დაახლოებით ერთ წელიწადში კიბოს ვაქცინა მზად იქნება გამოსაყენებლად. 

„ეს გარღვევა იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.