1790170133
უცხოეთი
პუტინი: დარწმუნებული ვარ, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანს მივაღწევთ
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ყველა მიზანი მიღწეული იქნება,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ მას დასახული მიზნების მიღწევაში ეჭვი არ ეპარება.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა მიზანი, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დავისახეთ, მიღწეული იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.