Loading data...
პუტინი: ჩვენ თვალწინ ყალიბდება გლობალური განვითარების უფრო რთული, მრავალპოლარული არქიტექტურა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო წლების მოვლენები აჩვენებს, რომ გლობალური ზრდის ყველა ელემენტი - ეკონომიკიდან და ფინანსებიდან დაწყებული და ტექნოლოგიებითა და დემოგრაფიით დამთავრებული – შეუქცევადად იცვლება. 

პუტინის თქმით, საერთაშორისო ურთიერთობების წინა მიდგომები და წესები კარგავს ძალას, ნაწილობრივ დასავლეთის სახელმწიფოების ქმედებების გამო, რომლებიც, მისი თქმით, კარგავენ ლიდერულ პოზიციებს და ადგილს უთმობენ ზრდის ახალ ცენტრებს – გლობალური სამხრეთის ქვეყნებს.

„ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება მარტო, სხვა ქვეყნების ხარჯზე ან მათ საზიანოდ“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამჟამად გლობალური განვითარების მრავალპოლარული არქიტექტურა ყალიბდება“.