Loading data...
პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა

„ბირთვული იარაღის გამოყენება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებაა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსთან ერთობლივი ბირთვული ძალების წვრთნებთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ასეთი იარაღის, ბირთვული იარაღის გამოყენება - ეს არის ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი, გამონაკლისი ზომა“, - აღნიშნა პუტინმა.