Loading data...
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგის შედეგად მიღწეულ პროგრესს მიესალმება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მიესალმება პროგრესს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგის დროს მიიღწევა.

„ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელიც დღეს ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან დიალოგში შეინიშნება“, - აღნიშნა პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე.

როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ მხარს უჭერს ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობას და ევრაზიის რეგიონში ერთიანი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას, თუმცა ევროპული ქვეყნების უმეტესობა, აშშ-სგან განსხვავებით, დიალოგს არ აწარმოებს.