Loading data...
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ დარტყმებს

„მოწინააღმდეგის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ლოგისტიკური ცენტრების წინააღმდეგ მასიური და ჯგუფური დარტყმები უნდა გაგრძელდეს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების დამხმარე სამეთაურო პუნქტში ვიზიტისას განაცხადა. 

„მეთაურებმა უნდა განაგრძონ თავიანთი ამოცანების შესრულება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გეგმის მკაცრი დაცვით. რა თქმა უნდა, ასევე უნდა გაგრძელდეს მასობრივი და ჯგუფური დარტყმები მტრის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ლოგისტიკური ცენტრების წინააღმდეგ“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა. 

ინფორმაციისთვის, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება.