1786525308
უცხოეთი
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიერ სავაჭრო გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს
კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია დასავლეთის ქვეყნების მიერ სავაჭრო გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს.
როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა სარაკეტო კრეისერი „ვარიაგიდან“ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნითი ეტაპის მიმდინარეობას მიადევნა თვალი და ადმირალ ვიქტორ ლიინისგან ანგარიში მოისმინა.
„თუ ამის [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული სავაჭრო გემების დაკავება] პრაქტიკაში განხორციელება დაიწყება, ჩვენ იძულებულები გავხდებით, რომ სარკისებურად ვუპასუხოთ.
ეს მხოლოდ იმ წყლებში არ მოხდება, სადაც გემებზე თავდასხმები იგეგმება, არამედ ყველგან, სადაც ამას საჭიროდ ჩავთვლით, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში“, - დასძინა კრემლის ლიდერმა.