Loading data...
პუტინი - აშშ რუსეთისგან ბირთვულ საწვავს დღემდე ყიდულობს

„შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში ძალიან პრაგმატულად მოქმედებს, მაგალითად, ის რუსეთისგან დღემდე ყიდულობს ბირთვულ საწვავს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 

„ჩვენ უნდა მივიღოთ მხოლოდ პრაგმატული გადაწყვეტილებები. აშშ, მიუხედავად ყველაფრისა, მოქმედებს ძალიან პრაგმატულად. მათ საკუთარი თავი არ ავიწყდებათ. ჩვენ დღემდე ვაწვდით ბირთვულ საწვავს ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა პუტინმა. 

პუტინის თქმით, შეერთებული შტატები ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეს მოგებიანია.

„სწორად იქცევიან. ყოჩაღ“, - დასძინა კრემლის ლიდერმა.