1764251354
უცხოეთი
პუტინი: აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალი შეთანხმებების საფუძველი გახდეს
„უკრაინასთან დაკავშირებით არავითარი სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტები არ ყოფილა, ეს იყო განსახილველი საკითხების სია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, პუტინის განცხადებით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ გეგმის 28 პუნქტი ოთხ ნაწილად დაიყოს.
კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს.
„რუსეთი ზოგადად თანხმდება, რომ უკრაინასთან დაკავშირებული აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების გეგმა, შესაძლოა, მომავალი შეთანხმებების საფუძველი გახდეს“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.