Loading data...
პუტინი: აშშ-ის ქმედებების გამო, რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც

აშშ-ის საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რუსეთის შეშფოთებას იწვევს და რეაგირებას მოითხოვს. მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება და შემდგომში მათი განლაგება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიული შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები არამარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა ევროპაში წვრთნებისთვის - დანიაში და სულ ახლახან ფილიპინებში. ამავე დროს, უცნობია, წაიღეს თუ არა ეს რაკეტები იქიდან. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ჩანს, უნდა დავიწყოთ ამ სარაკეტო სისტემების წარმოება და შემდეგ, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილებები, სად განვათავსოთ ისინი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა პუტინმა.