პუტინი: არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე, გადაწყვეტილება ახლა უკრაინის ხელისუფლებასა და მათ კურატორებზეა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევი დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში.
მისივე განცხადებით, უკრაინამ „დემონსტრაციულად, დაახლოებით 130-ჯერ“ დაარღვია 30-დღიანი მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე, რომელიც მოქმედებდა 18 მარტიდან 17 აპრილამდე და შეთანხმებული იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
„ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ნაბიჯების გადადგმა ცეცხლის შეწყვეტისთვის. არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე. შეგახსენებთ, კიდევ ერთხელ, ჩვენ არ შეგვიწყვეტია მოლაპარაკებები 2022 წელს. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ.
გადაწყვეტილება ახლა უკრაინის ხელისუფლებასა და მათ კურატორებზეა, რომლებიც, როგორც ჩანს, პირადი პოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ და არა თავიანთი ხალხების ინტერესებით, და სურთ ომის გაგრძელება რუსეთთან უკრაინელი ნაციონალისტების ხელით“, - აღნიშნა პუტინმა.