პროტესტი საფრანგეთში - დახურულია 500-მდე სკოლა, დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი
საფრანგეთის განათლების მინისტრის ედუარ ჟეფრეს განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, დღეს ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურული იქნება.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 24 სკოლა დაიწვა ან გაიძარცვა. დაშავდა განათლების სფეროს 78 თანამშრომელი.
ამასთან, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები საზოგადოებას სამშაბათს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდეს და მიზეზად მთავრობის მხრიდან კონკრეტული ზომების არარსებობა დაასახელეს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კვირას წარადგინა სამოქმედო გეგმა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, კადრების დეფიციტის აღმოფხვრა პრიორიტეტად დაისახონ.
მან ასევე რეგიონების ხელმძღვანელებთან სამშაბათისთვის შეხვედრა დანიშნა, რათა ქვეყნის მასშტაბით ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სასკოლო შენობების საფუძვლიანი განახლების საკითხი განიხილონ.
როგორც მედია წერს, სამართალდამცველებმა უკვე 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა დაახლოებით 85% არასრულწლოვანია.