Loading data...
პრინცი ჰარი ლვოვში გამართულ „ინვიქტუსის თამაშებს“ დაესწრო

პრინცი ჰარი ლვოვში გამართულ „ინვიქტუსის თამაშებს“ დაესწრო და პირადად დაუჭირა მხარი უკრაინელ ჯარისკაცებს ეტლით მოსარგებლეთა რაგბის შეჯიბრებაში. ამის შესახებ ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.

„ინვიქტუსის თამაშები“ (Invictus Games) სწორედ პრინცმა ჰარიმ დააარსა 2014 წელს და უკრაინელ ვეტერანებს შეჯიბრებებზე არაერთხელ დაუჭირა მხარი.

„შეჯიბრების შედეგების საფუძველზე, შეიქმნება 60 ვეტერანისა და სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2027 წელს ბირმინგემში გასამართ საერთაშორისო Invictus Games-ზე წარადგენს“, - დაწერა კოზიცკიმ.

წელს ლვოვში სრულიად უკრაინულ „ინვიქტუსის თამაშებზე“ მთელი უკრაინიდან დაახლოებით 500 მონაწილე დარეგისტრირდა.