1763235156
უცხოეთი
პორტუგალიაში შტორმმა „კლაუდიამ“ სამი ადამიანი იმსხვერპლა, დიდ ბრიტანეთში კი წყალდიდობა გამოიწვია
პორტუგალიაში შტორმ „კლაუდიას“ შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, დიდ ბრიტანეთში კი მაშველები უელსსა და ინგლისში ძლიერი წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შტორმის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება.
„ჩვენი ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და დღესაც განაგრძობენ დაზარალებულების დახმარებას“, – აღნიშნა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.
ქარიშხალმა პრობლემები შეუქმნა როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მოძრაობას. ირლანდიაში ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.