1795007903
უცხოეთი
პორტუგალია უკრაინას F-16-ებს არ გადასცემს - პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
„პორტუგალია უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლებს არ გადასცემს, თუმცა მზად არის, ითანამშრომლოს პილოტების მომზადებისა და საბრძოლო მასალების მიწოდების მიმართულებით“, - აღნიშნულის შესახებ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაულო რანჯელმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემა შეუძლებელია, რადგან პორტუგალიას საკუთარი საჰაერო სივრცისა და საზღვაო აკვატორიის დაცვისთვის სჭირდება.
„F-16 გამანადგურებლების მიწოდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ პილოტების მომზადების საკითხი სულ სხვაა. პორტუგალიურმა ჯგუფებმა ადრეც მოამზადეს უკრაინელი პილოტები F-16-ის ოპერაციებისთვის და შესაძლოა, ჩვენ შევძლოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა მინისტრმა.