Porsche 9 წლის განმავლობაში 9 ათასი თანამშრომლის შემცირებას გეგმავს
გერმანული ავტომწარმოებელი, Porsche AG 2035 წლისთვის დამატებით 5000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ 3900 თანამშრომლის შემცირება იგეგმება. ასევე 500 თანამშრომელს შვილობილი კომპანიებიდან შეამცირებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ავტომწარმოებლის საწარმოო საბჭომ მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ასევე კონცერნში მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყველა საწარმოო სიმძლავრე შენარჩუნებული იქნება და წარმოებაში 2035 წლამდე 2,1 მლრდ ევროს ინვესტირება განხორციელდება.
კადრების შემცირების მიზანია კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გრძელვადიან პერსპექტივაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შენარჩუნება. Porsche-ში აცხადებენ, რომ შემცირებები „სოციალური პასუხისმგებლობით“ მოხდება: ზოგიერთი თანამშრომელი პენსიაზე გავა, ზოგიერთი სამსახურიდან საკუთარი ნებით წავა და ასევე, რიგ შემთხვევაში, მოხდება შეთანხმება სამუშაოს ნებაყოფლობითი დატოვების შესახებ.